28 მარტს, შაბათს, ადგილობრივი დროით 20:30 -დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ, საქართველო კი უკვე მეშვიდედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს.
„დედამიწის საათის“ ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.