საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ინიციატივით, ინდუსტრიის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს ღია ლექციებს ჩაუტარებენ. პროექტის მიზანი სარეკლამო საქმიანობასა და პროფესიაზე ცნობადობის ამაღლება და მოზარდებში პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობაა.
სკოლებში ლექციებს ACAG-ის წევრი სააგენტოების – Leavingstone, Windfor’s, Ogilvy Georgia, Gepra, Brid, Mr.Wolf, JWT Metro, ABK, Watergunz, Kraken – წარმომადგენლები ჩაატარებენ.
„ 13-დან 21 მაისამდე, ღია ლექციებს, 11 სკოლაში ჩავატარებთ. აქედან, 2 კახეთში, 1 სამცხე-ჯავახეთში დანარჩენი კი თბილისშია. პროექტში ჩართვა ნებისმიერ საშუალო განათლების სასწავლო დაწესებულებას შეეძლო. უბრალოდ, უნდა დაგვკავშირებოდნენ და ამის სურვილი გამოეთქვათ. მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის/პროფესიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი კარიერული კონსულტაციაა“.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. წინასწარ გამოცხადდება რეგისტრაცია – ნებისმიერი სკოლა, რომელიც სურვილს გამოთქვამს, სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მათ მოსწავლეებს ღია ლექციები ჩაუტარონ, ACAG-ის წარმომადგენლების უნდა დაუკავშირდეს.
No comments:
Post a Comment