Wednesday, September 30, 2015

„თუ შრომა არ გეზარება და მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ“-დათო ჯაში

BetterFly – ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული სარეკლამო კომპანიაა საქართველოსა და ამიერკავკასიაში. მათ უამრავი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული. მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს „BetterFly”-ს დამფუძნებელ დათო ჯაშთან. მან გაიხსენა, როგორ იქმნებოდა BetterFly. გაგვიმხილა, თუ რა ალტერნატივებს განიხილავდა სახელწოდების შერჩევისას. როგორ გახდა მისი დაარსებული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი გლობალური საკომუნიკაციო ქსელის DDB გუნდის წევრი. რა დადებითი მხარეები მოჰყვა ამ პროცესს. ასევე, რომელი იყო კომპანიის ყველაზე წარმატებული და წარუმატებელი პროექტები. რას თვლის ყველაზე დიდ გამოწვევად ამ სფეროში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
M: როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ მოხვდით სარეკლამო სფეროში?
ალბათ ყველაფერი განათლებიდან იწყება და ჩვენც, სჯობს, ამით დავიწყოთ – პროფესიად ბიზნესი ავირჩიე და ESM-ში ავიღე ბაკალავრის ხარისხი. პირველი სამუშაო გამოცდილება კვლევით კომპანიებში – IPM და ACT – მივიღე. შემდეგ ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში 3 წლის განმავლობაში მარკეტინგის მენეჯერი ვიყავი. შემდეგ გადავწყვიტე საცხოვრებლად ბუდაპეშტში გადავსულიყავი, სადაც ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ავიღე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ჩემ ცხოვრებაში უკვე ბეთერფლაის ერა დადგა.