Tuesday, November 29, 2016

“Nike Mag” -ინოვაციური, მომავლის ფეხსაცმელი

Nike”-მა შეპირებული სიახლე განახორციელა და ფილმ “Back to Future 2”-ის ფეხსაცმელი “Nike Mag” გამოუშვა.
“Nike Mag” ბევრისთვის სასიამოვნო სიახლის მატარებელია – მისი თასმები ავტომატურად იკვრება და მფლობელის ფეხს ერგება. თასმების სისტემა ფეხის პატარა მოძრაობაზეც რეაგირებს და სიარულს უფრო კომფორტულს ხდის. “Nike Mag” ამ დროისთვის შეზღუდული რაოდენობით და ისიც მხოლოდ აუქციონზე გაიყიდება. პირველი გაყიდვებიდან შემოსული თანხა მაიკლ ჯეი ფოქსის სახელობის პარკინსონით დაავადებულთა ფონდს გადაეცემა.

Wednesday, November 16, 2016

Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

ყოველდღიურად, მილიონობით ადამიანი, სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ის საძიებო სისტემას იყენებს. თუმცა, მრავალი ჩვენგანი google-ს ძიების მთელი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს.
გთავაზობთ 17 ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ გაცილებით ეფექტურად მოიძიოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია Google-ში.
1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა – ზუსტი ფრაზის ან სიტყვის ფორმის მოძებნა მარტივია! ამისათვის გამოიყენეთ ბრჭყალები “”. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და Google მოძებნის ვებ-გვერდებს ან დოკუმენტებს, რომლებშიც არის ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა)