Tuesday, January 10, 2017

სტადიონი ციცაბო ფერდობზე და უჩვეულო ალპური ფეხბურთი Mercedes–ისგან

იყო დრო, ქართული Facebook საზოგადოება ასეთ სტადიონს ნატრობდა. ნახეთ, Mercedes–ის ექსპერიმენტი ფეხბურთის მოყვარულებისთვის. სწორ მოვლილ მინდორზე სირბილი და ბურთით თამაში ყველას შეუძლია, მაგრამ დახრილ მთაზე მხოლოდ ექსტრემალები თუ გარისკავენ. 
რა შეიძლება დავარქვათ: “მთის ფეხბურთი”? მერსედესმა მას “ალპური ფეხბურთი უწოდა”. ბუნებრივი პირობების შესაბამისად გადაკეთებული სპორტი საკმაოდ სახალისო და ექსტრემალური გამოდგა. მოსახლეობა უკვე სპეციალურად ეძებს ფერდობებს და ფეხბურთის მოედნებს ხაზავს. მიუხედავად იმისა, რომ პირობები გაცილებით უფრო რთულია, თამაში ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ფეხბურთელები გაორმაგებული ძალისხმევით თამაშობენ, იღებენ დიდ სიამოვნებას, რა თქმა უნდა ბევრ დაჟეჟილობასაც. საყურებლად შეკრებილი გულშემატკივარი კი ყოველთვის ბევრს ხალისობს.