Tuesday, March 7, 2017

rugbystore.ge – პირველი ონლაინმაღაზია რაგბის გულშემატკივრებისთვის

პირველად საქართველოში, ქართველი ბორჯღალოსნების გულშემატკივრები რაგბის საგულშემატკივრო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ონლაინ მაღაზიაში შეძლებენ. თიბისი ბანკი რაგბის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად სპეციალურ  ვებგვერდს rugbystore.ge-ს ქმნის, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება სტანდარტული საგულშემატკივრო პროდუქციის გარდა, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კოლექცია შეიძინოს, მათ შორის მაისურები და ბურთები მორაგბეების ავტოგრაფებით და სხვადასხვა სახის აქსესუარი (თერმოსი, ჭიქა, გასაღების საკიდი, საათები, დროშა და ა.შ.)