გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, 30 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე (#6), “არენა 2”-ზე, მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მამას, რომელიც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას და თამაშზე წარმოდგენილი იქნება მწვრთნელის ამპლუაში. მამებმა თამაშზე უნდა წარმოადგინონ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭებითა და გოგონებით დაკომპლექტებული ოთხწევრიანი გუნდები. გუნდში ორივე სქესის ფეხბურთელის მონაწილეობა ჩემპიონატის აუცილებელი პირობაა.
“მამების თასის” ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. მამაკაცთა მზრუნველობას, მათ ჩართულობას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის