თბილისში სკოლების გამოფენა პირველად ჩატარდება. ის 7 დეკემბერს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ დაიწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. ორგანიზატორთა თქმით, გამოფენის მიზანია შექმნას ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, ერთ სივრცეში შეკრიბოს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი, დამთვალიერებელს საშუალება მისცეს შეაფასოს წარმოდგენილი სასწავლებლების უპირატესობები, მათი პროგრამები, სწავლების მეთოდიკა, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები და ტექნიკური უზრუნველყოფა.
მშობლები ხშირად აწყდებიან პრობლემას შვილისთვის სკოლის შერჩევისას. ორგანიზატორთა თქმით, იმ პირობებში, როცა ქეყანაში არ არსებობს ერთიანი რეიტინგული სისტემა, ამ გამოფენის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, რადგან მონაწილეებსაც და დამთვალიერებლებსაც ეძლევათ საშუალება თავად შეაფასონ წარმოდგენილი სკოლები, თუ სხვა დაწესებულებები.