ართული ფეხბურთი არც მეტი არც ნაკლები, FIFA-ს ობიექტივში მოხვდა. კერძოდ კი, მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ. სტატია იწყება იმით, თუ როგორ მიადგნენ ინგლისური მეზღვაურები მე-20 საუკუნის დასაწყისში ფოთს და როგორ აუწყეს ქართველებს ფეხბურთის არსებობის შესახებ. სწორედ მას შემდეგ, გამუდმებით იზრდება ქვეყანაში ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი.
ფიფას არ გამორჩენია ბოლო დროინდელი წარმატებებიც – კერძოდ კი, 2018 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც UEFA-ს ნაციონალურმა ლიგამ წაახალისა. ეს იყო გუნდი, რომელმაც უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა.
FIFA იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის მხოლოდ დასაწყისია და ქვეყანას წინ დიდი წარმატებები ელის.
No comments:
Post a Comment