ართული ფეხბურთი არც მეტი არც ნაკლები, FIFA-ს ობიექტივში მოხვდა. კერძოდ კი, მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქართული ფეხბურთის ისტორიის შესახებ. სტატია იწყება იმით, თუ როგორ მიადგნენ ინგლისური მეზღვაურები მე-20 საუკუნის დასაწყისში ფოთს და როგორ აუწყეს ქართველებს ფეხბურთის არსებობის შესახებ. სწორედ მას შემდეგ, გამუდმებით იზრდება ქვეყანაში ფეხბურთის მოყვარულთა რიცხვი.
ალუდას ბლოგი
"სპორტით დაკავება მარტო კუნთების დაყენებას არ ნიშნავს, გონი, სული და გული უნდა იყოს მასში ჩადებული." - თემურ წიკლაური
Wednesday, June 26, 2019
Friday, May 10, 2019
საქართველოს სკოლებში სარეკლამო დღეები იწყება
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) ინიციატივით, ინდუსტრიის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს ღია ლექციებს ჩაუტარებენ. პროექტის მიზანი სარეკლამო საქმიანობასა და პროფესიაზე ცნობადობის ამაღლება და მოზარდებში პროფესიული ორიენტაციის განვითარების ხელშეწყობაა.
სკოლებში ლექციებს ACAG-ის წევრი სააგენტოების – Leavingstone, Windfor’s, Ogilvy Georgia, Gepra, Brid, Mr.Wolf, JWT Metro, ABK, Watergunz, Kraken – წარმომადგენლები ჩაატარებენ.
Friday, November 16, 2018
თბილისში სკოლების გამოფენა გაიმართება
თბილისში სკოლების გამოფენა პირველად ჩატარდება. ის 7 დეკემბერს, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ დაიწყება და 8 დეკემბრამდე გასტანს. ორგანიზატორთა თქმით, გამოფენის მიზანია შექმნას ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, ერთ სივრცეში შეკრიბოს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი, დამთვალიერებელს საშუალება მისცეს შეაფასოს წარმოდგენილი სასწავლებლების უპირატესობები, მათი პროგრამები, სწავლების მეთოდიკა, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები და ტექნიკური უზრუნველყოფა.
მშობლები ხშირად აწყდებიან პრობლემას შვილისთვის სკოლის შერჩევისას. ორგანიზატორთა თქმით, იმ პირობებში, როცა ქეყანაში არ არსებობს ერთიანი რეიტინგული სისტემა, ამ გამოფენის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია, რადგან მონაწილეებსაც და დამთვალიერებლებსაც ეძლევათ საშუალება თავად შეაფასონ წარმოდგენილი სკოლები, თუ სხვა დაწესებულებები.
Thursday, June 28, 2018
მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნი! – FIFA World Cup 2018
მსოფლიო ჩემპიონატს თან ყოველთვის ტრადიციული ჰიმნი ახლავს, რომელიც ყოველი მეოთხე წლისთვის თავიდან იქმნება და მას სხვადასხვა მომღერლები ასრულებენ ხოლმე. წლევანდელი ვერსია უკვე ცნობილია, მას ერა ისტრეფი, ნიკი ჯემი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსახიობი უილ სმიტი ასრულებენ. მუსიკალურმა ვიდეორგოლმა სულ რამდენიმე დღეში უკვე 18 მილიონზე მეტი მნახველი დააგროვა.
Monday, January 22, 2018
თოვლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოთხ სამთო კურორტზე, ბავშვთა ღონისძიებები მოეწყობა!
21 იანვარს, თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება და ამ დღეს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) ორგანიზებით, სამთო კურორტებზე: გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძის უღელტეხილი, გაიმართება ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, მათ შორის, შეჯიბრებები, რომელშიც ყველა მსურველი ბავშვი შეძლებს მონაწილეობას. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით, უკვე მეშვიდე წელია, იანვარში, თოვლის მსოფლიო დღე აღინიშნება. რა მნიშვნელობა აქვს მსგავს მსოფლიო ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოსთვის, როგორია ღონისძიებების განრიგი და როგორ შეუძლიათ მათზე მოხვედრა მსურველებს – მარკეტერი, როგორც ღონისძიების მედია პარტნიორი, ამ საკითხებზე სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტს – ეკა გაბაშვილს ესაუბრა:
Wednesday, September 27, 2017
მამების თასი – საფეხბურთო ჩემპიონატი მამებისა და შვილებისთვის
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, 30 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე (#6), “არენა 2”-ზე, მამებისა და შვილების საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მამას, რომელიც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას და თამაშზე წარმოდგენილი იქნება მწვრთნელის ამპლუაში. მამებმა თამაშზე უნდა წარმოადგინონ 8-დან 12 წლამდე ასაკის ბიჭებითა და გოგონებით დაკომპლექტებული ოთხწევრიანი გუნდები. გუნდში ორივე სქესის ფეხბურთელის მონაწილეობა ჩემპიონატის აუცილებელი პირობაა.
“მამების თასის” ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო პრიზები.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია, გასწიოს კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ძირითადი იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საზოგადოებაში. მამაკაცთა მზრუნველობას, მათ ჩართულობას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის
Wednesday, April 5, 2017
საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ მარკეტინგის მენეჯერი მაკო მეტრეველი გახდა
მაკო მეტრეველი საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ მარკეტინგის მენეჯერი გახდა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე, მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა Windfors-ში პროექტების მენეჯერად, „ბილაინში“ პიარ სპეციალისტად, ხოლო KFC-ში მარკეტინგის დირექტორად მუშაობის გამოცდილება დაეხმარება „ლოკომოტივის“ გუნდში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მარკეტერს მაკო მეტრეველი ესაუბრა მარკეტინგული საქმიანობის განსხვავებულ სფეროში დაწყების გადაწყვეტილებაზე, სპორტულ მარკეტინგში საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო ხედვებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)
-
28 მარტს , შაბათს , ადგილობრივი დროით 20:30 -დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეცხრედ , საქართველო კი უკვე მეშვიდედ „ დედამიწი...
-
დედაქალაქები ერთმანეთს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშის მასპინძლობაში ეჯიბრებიან. მათ პირველ რიგში ოლიმპიადის ვიზუალურ მხარეზე დაიწყეს ...
-
საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ( ACAG ) ინიციატივით, ინდუსტრიის შესახებ, სკოლის მოსწავლეებს ღია ლექციებს ჩაუტარებენ. პრო...